20 ნოემბერი 2024,   11:25
ვრცლად
ომიკრონით გარდაცვალების შემთხვევა არ ფიქსირდება - წითელ ზონაში შტამით ინფიცირებულების რიცხვი ასეულობით შემთხვევამდეა გაზრდილი

წითელ ზონაში COVID-19ის მუტირებული ვირუსით ინფიცირებულების რიცხვი უკვე ათობიდან ასეულობით შემთხვევამდეა გაზრდილი. ვირუსის სწრაფი გავრცელების ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოსახლეობის მხოლოდ 24 პროცენტია სრულად ვაქცინირებული.

მუტირებული ვირუსის სწრაფად ცირკულირების გამო, სახელმწიფოები საზღვრებს ერთმანეთის მიყოლებით კეტავენ. მათ შორისაა ამერიკის შეერთებული შტატებიც, რომელმაც თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ ორი კვირის წინ საზღვრები გახსნა. ახლა კი იძულებული გახდა, აფრიკის რამდენიმე ქვეყნისთვის ისევ დაეკეტა. 

შეერთებული შტატების პრეზიდენტის მსგავსად, ჯანმოშიც ფიქრობენ, რომ ახალ ვარიანტს მთელს მსოფლიოში გავრცელების მაღალი რისკები აქვს, თუმცა იქამდე, სანამ ექსპერტები არ გამოიკვლევენ, პანიკის საფუძველი არ არსებობს. ჯანმოს დირექტორის განცხადებით, კორონავირუსის ახალი ვარიანტით გარდაცვალების შემთხვევა არ ფიქსირდება.

ომიკრონმა უკვე 15-მდე სახელმწიფოში შეაღწია, ბოლო 24 საათში ამ სიას საფრანგეთიც შეემატა, სადაც 5-დან 11 წლამდე ბავშვებს აცრიან. საბერძნეთი კი ვირუსთან საბრძოლველად და ვაქცინაციის ტემპების დასაჩქარებლად ჯარიმებს აწესებს. იანვრიდან 60 წელს გადაცილებული ყველა აუცრელი პირი 100 ევროთი დაჯარიმდება.

B 11 529-ის გამოჩენის გამო ზომებს იღებს გაერთიანებული სამეფო. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ საჭიროა ბუსტერ დოზის გაკეთების შუალედი 6 თვიდან 3 თვემდე შემცირდეს. 

დღის ამბები