20 ნოემბერი 2024,   11:27
ვრცლად
Georgia e-Health საბუთის ბეჭდური ვერსიის აღების შემთხვევაში აპოსტილით დამოწმება აუცილებელი არ არის - გიორგი ღიბრაძე

დღეიდან საქართველოში "მწვანე პასპორტი" ამოქმედდა, ამასთან დაკავშირებით "კურიერთან" საუბრისას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი, გიორგი ღიბრაძე აცხადებს, რომ დილიდან გარკვეული შეფერხებები შეინიშნებოდა, რადგან მოქალაქეებს სჭირდებოდათ გარკვევა იმაში, თუ როგორ ფუნქციონირებს Georgia e-Health-ისა და CovidPass Georgia-ის აპლიკაცია.

გარდა ამისა, გიორგი ღიბრაძის თქმით, Georgia e-Health-ის ბეჭდური ვერსიის აღება შესაძლებელია იუსტიციის სახლში და მას აპოსტილით დამოწმება არ სჭირდება.

"დღეს დილიდან შეიმჩნეოდა გარკვეული შეფერხებები იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანებს სჭირდებოდათ გარკვევა იმაში, თუ როგორ ფუნქციონირებს ეს ძალიან მარტივი აპლიკაცია.

ეს არის CovidPass Georgia, რომელიც გამოიყენება ქვეყნის შიგნით და მისი მეშვეობით შესაძლებელია დასკანირება ყველა იმ საბუთის, რომელსაც აქვს QR კოდი, ეს იქნება ადრე გაცემული სტატუსი, იუსტიციის სახლში აღებული კოვიდ-ბარათი და ელექტრონულად მიღებული QR კოდი.

რაც შეეხება Georgia e-Health-ს აპლიკაციას, გამოიყენება იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც მგზავრობენ 51 ქვეყანაში, მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა ისარგებლონ საქართველოში გაკეთებული ვაქცინით, PCR ტესტის ცნობით ან გადატანის სტატუსით, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ 51-ვე ქვეყანას გააჩნია განსხვავებული პროტოკოლი, შესაბამისად, ჩვენ Georgia e-Health-ით ვღებულობთ მონაცემებს საკუთარი თავის შესახებ, ოღონდ ეს მონაცემები როგორ გამოგვადგება ამა თუ იმ ქვეყანაში აუცილებლად უნდა გადავამოწმოთ იმ კონკრეტულ ქვეყანაში გამგზავრებამდე. უნდა მოვიძიოთ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე, სადაც კონკრეტული ქვეყნის პოლიტიკა არის მითითებული. პირობითად თუ ადამიანი არის აცრილი ერთი ვაქცინით, მაგალითად ჩინური წარმოების ვაქცინით, ის ზოგიერთ ქვეყანაში ამ 51-დან დაიშვება და მას აქვს მწვანე სტატუსი, ზოგიერთ ქვეყანაში ეს ვაქცინა არ არის აღიარებული, შესაბამისად, მას მწვანე სტატუსი ვერ მიენიჭება. Georgia e-Health შეგვიძლია განვსაზღვროთ როგორც მოგზაურობისთვის საჭირო საბუთი, რომელიც შეგვიძლია ასევე ავიღოთ იუსტიციის სახლში და გვქონდეს ქაღალდზე დაბეჭდილი ვერსია. აპოსტილით დამოწმების აუცილებლობა არ არის. კოვიდ-ბარათი, რომელსაც ჩვენ გვიბეჭდავენ იუსტიციის სახლში, ეს არის ელექტრონული ალტერნატივის ქაღალდზე ამობეჭდილი ვერსია, რომელიც ასევე მუშაობს 51 ქვეყანაში, სადაც გვისკანირებენ და ჩვენს სტატუსს ამოწმებენ," - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

დღის ამბები