20 ნოემბერი 2024,   11:27
ვრცლად
სათამაშო ბიზნესის წარმოამდგენლებს ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ - მათ ფინანსთა მინისტრმა უპასუხა

კანონპროექტი, რომელიც კაზინოებს შეზღუდვებს უწესებს, შეფასებების თემაა. სათამაშო ბიზნესის წარმოამდგენლები ამბობენ, რომ კანოპროექტის მომზადებისას მათთან კონსულტაციები არ მომხდარა.

"საუბარი იქნება კონკრეტულად სპორტის პროდუქტის გათიშვაზე, სასპონსორო ხელშეკრულებების გაუქმებაზე, ინვესტიციების შემცირებაზე და ყველაზე მტკივნეული რაც არის, საუბარი იქნება ხარჯები ოპტიმიზაციაზე, გამომდინარე იქიდან, რომ ის წნეხი, რასაც ცვლილებებიდან გამომდინარე ბიზნესი განიცდის, ძალიან გაუჭირდება გაუძლოს,"- აღნიშნავს სათამაშო ბიზნესის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი მამულაშვილი.

ბიზნეს ობიექტების წარმომადგენლების პროტესტს დღეს ფინანსთა მინისტრმა უპასუხა.

"როდესაც ვსაუბრობთ 33 მილიარდიან ბრუნვაზე, თვითგადარჩენაზე საუბარი ნამდვილად არასწორია. ნებისმიერი შეზღუდვა შესაძლოა იწვევდეს ბიზნესისთვის შემოსავლების დაკლებას, თუმცა უნდა ავარჩიოთ რა უფრო მნიშვნელოვანია კონკრეტული დარგის ბიზნესი თუ ის ადამიანები, ვინც ამ ბიზნესისგან ზარალდება. გაიმართება კონსულტაციები, თუმცა რეგულაცია გარკვეულ დარგებში აუცილებელია,"- აცხადებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, საპარლამენტო მდივანი გიორგი კაკაურიძე.

დღის ამბები