გადაუდებელი სამუშაოების გამო ხვალ, 3 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას "თელასი" ავრცელებს.
იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი:
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იპოლიტოვ-ივანოვის და მარსელის ქუჩების მოსახლეობას.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება," - ნათქვამია "თელასის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.