შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მეტრომდე მსვლელობა მოეწყო. ადგილზე შეკრებილები, შეზუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური პაკეტის გაზრდას, მოწესრიგებულ გარემოს და საზოგადოებაში ინტეგრაციას ითხოვენ.
"ჩვენ შევიკრიბეთ, რათა საზოგადოებამ დაგვინახოს, დაინახოს ჩვენი საჭიროებები და ის ყველაფერი, რაც კანონში წერია, რეალურად პრაქტიკაში განხორციელდეს. მაგალითად, როდესაც ტრანსპორტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, საზოგადოებამ არ გააპროტესტოს და არ მოითხოვოს მგზავრის ტრანსპორტიდან ჩასვლა," – განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.
ასევე შშმ პირები ითხოვენ, რომ რეაბილიტაციის საშუალება ნებისმიერ შშმ პირს მიეცეს და არა მხოლოდ 18 წლის ასაკამდე.