20 ნოემბერი 2024,   11:20
ვრცლად
"ომიკრონის" გავრცელების სიჩქარე არის გაცილებით უფრო სწრაფი, ვიდრე დელტა შტამის სიჩქარე - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ საუბრობს. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, "ომიკრონთან" დაკავშირებით მსოფლიოში ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა დაკვირვებებით გამოჩნდა, რომ ის ძირითადად ახალგაზრდებში ვრცელდება. მიზეზად, ეკატერინე ტიკარაძე ახალგაზრდების უმრავლესობაში ვაქცინაციაზე უარის თქმას ასახელებს.

მინისტრის განცხადებით, ქვეყნებში ძირითადად აცრილები არიან 60 წელს ზევით მოსახლეობა და მათ სწორედ ახალი შტამით ინფიცირებისგან ვაქცინაცია იცავს. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ახალგაზრდა მოქალაქეები ნაკლებად ვაქცინირებულები არიან, ინფიცირებაც სწორედ ამ ასაკის მოქალაქეებში იკვეთება.  

"ბევრი არ ვიცით ამ შტამთან მიმართებაში, თუმცა ვიცით რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი და ეს ასპექტები არის შემდეგ, რომ მისი გავრცელების სიჩქარე არის გაცილებით უფრო სწრაფი, ვიდრე დელტა შტამის სიჩქარე. ეს გახდა მიზეზი იმის, რომ ევროპა რეაგირებას საკმაოდ მკაცრად მის მიმართ. ასევე, გამოიკვეთა, რომ მისი გადადება ხდება ძირითადად ახალგაზრდებში. თუმცა, ამასთან დაკავშირებით გაიმართა გარკვეული კამათი იქედან გამომდინარე, რომ როგორც ევროპის, ასევე სხვა ქვეყნებშიც ძირითადად აცრილი არის 60 წელს ზევით მოსახლეობა, ხოლო მნიშვნელოვნად იკლებს ვაქცინაციის მაჩვენებელი ახალგაზრდა მოსახლეობაში.

გამომდინარე იქიდან, რომ ეს მოქალაქეები ნაკლებად ვაქცინირებულები არიან, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ინფიცირებაც სწორედ ამ ასაკის მოქალაქეების ხდება და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ემართება რომელიმე ასაკის ჯგუფს ან რომელიმეს არა. უბრალოდ, იქ 60 წელს ზევით მოქალაქეებს იცავს ვაქცინაციის მაღალი დონე.

სადაც ეს შტამი გავრცელებულია, ამბობენ, რომ მას ახასიათებს შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა, მაგრამ ესეც გახდა გარკვეულწილად დავის საგანი, ვინაიდან, ასევე ქართული სტატისტიკით, ჩვენ ვხედავთ, რომ 60 წელს ქვევით მოქალაქეები გაცილებით უფრო მარტივად იტანენ კორონავირუსს და გადააქვთ უფრო ამბულატორიულ და სახლის პირობებში, ვიდრე 60 წელს ზევით მოქალაქეები და ამას ალბათ დასჭირდება რამდენიმე თვიანი დაკვირვება იმისათვის, რომ ჩვენც ზუსტად ვიცოდეთ, რა ხასიათი აქვს ამ მუტაციას,“ - ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.

როგორც მინისტრი აცხადებს, რამდენადაც კვლევებით არის ცნობილი, Pfizer-ის ვაქცინას ყველა შტამთან, მათ შორის "ომიკრონთან“ მიმართებაში ყველაზე ეფექტური დაცვითი ეფექტი აქვს.

 

 

დღის ამბები