საქართველოს პრეზიდენტმა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის "ნიჭიერთა ათწლედის" პედაგოგები - ვერა სვანიძე და დარეჯან ცინცაძე ღირსების მედლით დაჯილდოვა.
მათ ჯილდო, ქართული მუსიკისა და სამუსიკო-საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ხანგრძლივი ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის გადაეცათ.
სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ჯილდოები პედაგოგებს პირადად გადასცა და ქართველი ხალხის სახელით, თავდაუზოგავი შრომისათვის მათ მადლობა გადაუხადა.