გორის რაიონის სოფელ ზეღდულეთში, სადაც პოლიციასა და აქციის მონაწილებს შორის დაპირისპირება მოხდა, ამ წუთებში ვითარება განმუხტულია. სიმშვიდეა გორის ტრასაზეც. "კურიერის" ინფორმაციით, მოლაპარაკება შედგა ხელისუფლებასა და აქციის მონაწილეებს შორის.
გუბერნატორი მოსახლეობას დაპირდა, რომ მათ მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფთან შეხვედრები გაიმართება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში გაითვალისწინებენ, როგორც ინვესტორის, ასევე ადგილობრივების ინტერესებსაც.
ადგილობრივების მთავარი მოთხოვნა იმ მიწების დაბრუნებაა, რომელსაც ისინი საძოვრებად იყენებენ. მათივე განცხადებით, ეს მათთვის ერთადერთი შემოსავლის წყაროა.