საქართველოში მორიგი მიწისძვრა მოხდა.
დღეს თბილისის დროით 18:26 საათზე, მესტიაში სოფელ დიზისთან 3.6 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დაფიქსირდა.
ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.