20 ნოემბერი 2024,   11:32
ვრცლად
ქართული ხელნაწერების საფუძველზე შექმნილი ანბანი, რომელსაც მობილურ ტელეფონებსა თუ კომპიუტერებში აღმოაჩენთ

ქართული ხელნაწერების საფუძველზე შექმნილი ანბანის სამ სახეობას, ახლა უკვე საკუთარ მობილურ ტელეფონებსა თუ კომპიუტერებში აღმოაჩენთ. საქართველოს ეროვნული არქივის, დათო მაისურაძის და კომპანია "ჯეპრას" ერთობლივ პროექტს, მომხმარებელი საიტზე calligraphy.ge ნახავს, სასურველ დამწერლობას შეარჩევს და უნიკალური შრიფტს საწერად გამოიყენებს.

ნუსხური დამწერლობა, რომელიც ტყავზეა შესრულებული და დეკორატიული ელემენტებითაა გაფორმებული, უნიკალურია თავისი შესრულებით. დამწერლობა, რომელიც დღემდე გამოიყენება სასულიერო ლიტერატურაში, ასომთავრულია. ქართულi ანბანი, რომელსაც დღესაც ვიყენებთ, მხედრულია. უნიკალური ხელნაწერები, რომელმაც ჩვენამდე უცვლელად მოაღწია, საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება.

ქართულ დამწერლობას საქართველოში 2015 წელს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სტატუსი მიენიჭა. ხუთი წლის წინ კი იუნესკოს კაცობრიობის "არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის" წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანეს.

შრიფტის გაციფრულებაც სწორედ ამ თარიღს მიეძღვნა. ქართული ანბანი უძველესია და ერთ-ერთია მსოფლიოს 14 დამწერლობას შორის.

დღის ამბები