20 ნოემბერი 2024,   11:38
ვრცლად
გაზის მკვლელი დანადგარების მორიგი მსხვერპლი დედა-შვილი - მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ

გაზის გამათბობელმა საქართველოში კიდევ ორი ადამიანი იმსხვერპლა. გაიგუდა დედა და 9 წლის შვილი. სამსახურიდან სახლში მისულმა მამამ ცოლი და შვილი უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინა. სასწრაფომ კლინიკაში ორივე გადაიყვანა, მაგრამ საავადმყოფოში მისვლის მომენტში უკვე ბავშვიც და ახალგაზრდა ქალიც დაღუპულები იყვნენ.

ენერგოომბუდსმენი და "თბილისი ენერჯი" მოსახლეობას მოუწოდებენ გამოიჩინონ სიფრთხილე, თუ ვინმეს გამათბობელი კუსტარულად აქვს დამონტაჟებული, ის სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს, ასევე ღია უნდა იყოს სარკმელი.

პრობლემას რომ ბუნებრივი აირის ღია წვის კამერები წარმოადგენს, იცის ყველამ. თუმცა ადამიანები საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლის მაღალი რისკის მიუხედავად ამ ნაბიჯს მაინც დგამენ. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს, ერთ-ერთი კი სიღარიბეა.

გაზზე მომუშავე დანადგარების თვითნებური მონტაჟი არ უკვირთ დედაქალაქის ბუნებრივი აირით მომმარაგებელ კომპანიაში. დარღვევების გამოვლენის შემდეგ ილუქება სიცოცხლისთვის საშიში მოწყობილობები, თუმცა განმეორებითი შემოწმებიდან ირკვევა, რომ ასეთი ოჯახების 40%-ზე მეტი მკვლელ დანადგარებს ხელახლა აერთებს.

ფატალურად დასრულებული სიცოცხლე ტრაგიკულ სტატისტიკაში ხვდება, რომლის მიხედვით, ბოლო ერთ კვირაში და მხოლოდ თბილისში, გაზის გაჟონვით 4 ადამიანი დაიღუპა.

დღის ამბები