5 მილიონზე მეტი გარდაცვლილი და 265 მილიონი ინფიცირებული - ასეთია ეპიდვითარება მსოფლიოში. სახელმწიფოების შეშფოთებას ახალი შტამი იწვევს, რის გამოც რეგულაციებს ამკაცრებენ და საზოგადოებას აცრისაკენ მოუწოდებენ.
შეზღუდვებს ამკაცრებს სამხრეთ კორეა. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოხვედრის მსურველთათვის კოვიდ პასპორტები ამოქმედდება.
ავსტრალიაში კი, სადაც ახალი შტამის გადადების შემთხვევა დაფიქსირდა, 5 დან 11 წლამდე მოზარდები "ფაიზერით" აცრას იანვრიდან შეძლებენ.
ანგელა მერკელმა, გერმანიის ზოგიერთ ნაწილში არსებული ვითარება დრამატულად შეაფასა და საზოგადოებას იმუნიზაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.