თეა წულუკიანი, მშვილდოსნობის ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომელიც ამ დარგს აქვს.
მინისტრმა ხაზი გაუსვა მშვილდოსნობის, როგორც სპორტის სახეობის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ ქეთევან ლოსაბერიძის სასახელო მიღწევების ფონზე, აუცილებელია, განვითარდეს ინფრასტრუქტურა, პირველ რიგში, თბილისში და ფედერაციამ შეძლოს მომავალი წლის იანვარში გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება, რისთვისაც ყველა წინაპირობა უკვე არსებობს.