საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდულ საგუნდო კოლექტივების ეროვნული კონკურსი "მომავლის ვარსკვლავები" ჩატარდა.
კონკურსი მიზნად ისახავდა პანდემიის შედეგად საგუნდო სექტორის მხარდაჭერას. ღონისძიებაში, მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა გუნდებმა მთელი საქართველოს მაშტაბით.
სულ გამოვლინდა 6 "გრან პრის" მფლობელი. მონაწილეებს გადაეცათ ჯილდოები, ხოლო გამარჯვებულებს ფულადი პრიზი. კონკურსი, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.