20 ნოემბერი 2024,   11:19
ვრცლად
დარჩება თუ არა გელათი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში - 5-წლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების მიუხედავად, გელათი კვლავ საფრთხეშია

5-წლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების მიუხედავად, გელათის სამონასტრო კომპლექსს კვლავ საფრთხე ემუქრება.

ტაძარი ზამთარს კვლავ დროებითი გადახურული კონსტრუქციით ხვდება. რეაბილიტაციის დაწყებამდე, დაზიანებების გამო, გელათი იმ ძეგლების სიაშიც მოხვდა, რომელსაც საფრთხე და იუნესკოს ნუსხიდან ამოღება ემუქრებოდა.

უხარისხოდ შესრულებული გადახურვის სამუშაოების გამო, გელათის ტაძარში წყალი ჩავიდა და ფრესკების ერთი ნაწილი დააზიანა. გელათში არსებული მძიმე ვითარების შესახებ, კულტურის მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოში ისაუბრა. სამინისტრომ უცხოელ ექსპერტთა ჯგუფიც მოიწვია, რომელიც ახლა სწორედ იმაზე მუშაობს, როგორ უნდა დასრულდეს რეაბილიტაციის პროცესი.

შეგახსენებთ, რომ დღეს არსებული მდგომარეობით, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძარი, რომლის რეაბილიტაციაზე 800 ათასი აშშ დოლარი და 1 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, დროებითი გადახურვის ქვეშაა. გელათის სამონასტრო კომპლექსი ბაგრატის საკათედრო ტაძართან ერთად იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს შევიდა.

დღის ამბები