შრომის ინსპექციის სამსახურსა და ღამის კლუბების ასოციაციას შორის, უსაფრთხოდ ფუნქციონირების პროტოკოლის შემუშავების საკითხზე, რიგით მე-5 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს გასართობი ინდუსტრიის მდგრადი აღდგენისთვის შემუშავებული პროტოკოლის სამუშაო ვერსია და საქმიანობის უსაფრთხო და მდგრადი აღდგენის შესაძლებლობები.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეხვედრის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები და შეჯერებული საკითხები განსახილველად საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება.