ისრაელი, შეერთებულ შტატებს ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებისკენ მოუწოდებს.
როგორც ისრაელის მედია იუწყება, შტატების პოტენციური თავდასხმის სამიზნე ირანის ბირთვული ობიექტის ნაცვლად იემენში, ირანის სამხედრო ბაზა უნდა იყოს.
ასეთი დარტყმის მიზანი ირანელების დარწმუნებაა, შეარბილონ თავიანთი პოზიციები ბირთვული მოლაპარაკების მაგიდასთან.