20 ნოემბერი 2024,   11:18
ვრცლად
ვმუშაობთ უსაფრთხოების პროტოკოლზე,რომ კლუბების ეტაპობრივი გახსნა არ გახდეს ვირუსის გავრცელების მაპროვოცირებელი - ბექა ფერაძე

ღამის კლუბების ასოციაციასთან უსაფრთხოდ ფუნქციონირების პროტოკოლის შემუშავების საკითხზე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განხილული იყო გასართობი ინდუსტრიის მდგრადი აღდგენისთვის შემუშავებული პროტოკოლის სამუშაო ვერსია და საქმიანობის უსაფრთხო და მდგრადი აღდგენის შესაძლებლობები.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეხვედრის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები და შეჯერებული საკითხები განსახილველად საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება.

შეხვედრას ესწრებოდა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე. მისი თქმით, უკვე რამდენიმე თვეა, რაც ღამის კლუბების უსაფრთხოების პროტოკოლზე მსჯელობენ. 

"ღამის კლუბებთან დაკავშირებით გაიმართა რიგით მეხუთე შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში. უკვე მეორე თვეა ერთობლივად ვმუშაობთ უსაფრთხოების პროტოკოლზე, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ მწვანე პასპორტებთან დამატებითი უსაფრთხოების ზომები იყოს დაწესებული, კონკრეტულად ამ სექტორის მიმართ. ეს არის მაქსიმალური პრევენცია იმისათვის, რომ ეტაპობრივი გახსნა არ გახდეს ვირუსის გავრცელების  მაპროვოცირებელი,"-განაცხადა ბექა ფერაძემ.

დღის ამბები