26 აპრილი 2024,   13:31
ვრცლად
შეერთებული შტატები და ევროპელი მოკავშირეები, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას განიხილავენ - ბლუმბერგი

შეერთებული შტატები და ევროპელი მოკავშირეები, რუსეთის უმსხვილეს ბანკებსა და რუსეთის პირდაპირ საინვესტიციო ფონდზე სანქციების დაწესებას განიხილავენ - ინფორმაციას ბლუმბერგი ავრცელებს.

ასევე შესაძლებელია, რუსეთმა რუბლის დოლარსა და სხვა უცხოურ ვალუტაში კონვერტაცია ვეღარ შეძლოს. აღნიშნული ზომების მიღება იმ შემთხვევაში იგეგმება, თუ პუტინი უკრაინაში შეიჭრება.

ერთ-ერთ ვარიანტად რუსეთის საერთაშორისო საგადახადო სისტემა „სვიფტიდანგამოთიშვაც განიხილება, თუმცა გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს რიგით მოქალაქეებსაც ზიანს მიაყენებს. ბლუმბერგის წყაროს ცნობით, შესაძლებელია სანქციების საკითხი, შტატების პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინთან დღეს დაგეგმილ ონლაინ მოლაპარაკებებზე განიხილოს.

დღის ამბები