20 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
მშენებლობის პროცესში ის სამშენებლო მასალები უნდა იყოს გამოყენებული, რომელი უზრუნველყოფს შენობების ენერგოეფექტურობას - დავით თვალაბეიშვილი

ევროკავშირმა, გერმანიის განვითარების ბანკმა და ეკონომიკის სამინისტრომ, საქართველოში ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მხარდასაჭერად მორიგი ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა დაიწყო.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის დავით თვალაბეიშვილის თქმით, პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის პროცესში ჩართული მხარეების შესაძლებლობების გაძლიერება და განახლებადი ენერგიის წყაროების საკანონდებლო ბაზის მოწესრიგება.

"მივიღეთ მეორადი კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც 1 ივლისიდან ძალაში შედის ახალი სამშენებლო მოთხოვნები იმ შენობებზე, რომელებიც უნდა აშენდეს. ეს გულისხმობს იმას, რომ ახალი შენობების მშენებლობის პროცესში, ის სამშენებლო მასალები უნდა იყოს გამოყენებული, რომელიც უზრუნველყოფს ენერგოეფექტურობას შენობებში. ეს მოგვცემს საშუალებას, ევროპული ტიპის მეორადი კანონმდებლობა მივიღოთ,“- განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა.

ენერგეტიკულ ფორუმს, ასევე, ესწრებოდა GESPR გუნდის ხელმძღვანელი ადრიან თომი. მისი თქმით, პროექტის მიზანია, მხარი დაუჭიროს ენერგეტიკის ბაზარზე მიმდინარე პროცესებს და წაახალისოს განახლებადი ენერგიის შემდგომი განვითარება.

"მთავარი ამოცანა ხელისუფლებასთან თანამშრომლობა და ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე პროექტების მხარდაჭერაა. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ეს პროექტი გრძელვადიანია და მიზნად ისახავს საქართველომ ენერგეტიკის სექტორში ევროპული სტანდარტები დააკმაყოფილო,"- განაცხადა ადრიან თომიმ.

დღის ამბები