44 წლის წინ, კალიფორნიაში, ნონა გაფრინდაშვილის ბიოგრაფიაში ახალი ფურცელი გაჩნდა. ის გახდა ერთადერთი ქალი მამაკაცებს შორის, რომელსაც ჭადრაკში მსოფლიო დიდოსტატის ტიტული მიენიჭა.
თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ, მოჭადრაკე ქალის ბედი კვლავ ამერიკაში უნდა გადაწყდეს, სასამართლომ უნდა თქვას, შეილახა თუ არა, 5 გზის მსოფლიო ჩემპიონის ღირსება, Netflix-ის სერიალის "ლაზიერის გარბიტის" სცენარში, რის გამოც, გროსმაისტერი გიგანტურ კომპანიას სასამართლოში უჩივის.
"მინდა აღვნიშნო, რომ სადავო სცენა Netflix-ის სერიაში არასწორად წარმოაჩენდა ჩემს ყველაზე მნიშვნელოვან კარიერულ მიღწევებს და მსოფლიოში მილიონობით მაყურებლის თვალწინ მცდარი კუთხით წარმომაჩინა. ამან შელახა ჩემი პირადი და პროფესიული რეპუტაცია და შედეგად დიდი ტკივილი მომაყენა. კალიფორნიის შტატის კანონმდებლობის ცრუ ჩვენების სასჯელის თანახმად ვაცხადებ, რომ ზემოაღნიშნული სიმართლეა და სწორია,"- ეს არის ნონა გაფრინდაშვილის სასარჩელო განცხადება, რომელიც "კურიერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა.
2 გვერდიანი გზავნილის შედეგ, კალიფორნიის სასამართლომ, დიდოსტატის საქმე Netflix-ის წინააღმდეგ წარმოებაში მიიღო. პირველი სხდომა 24 იანვარს გაიმართება. Netflix-მა საქმის წარმოების შეწყვეტის შუამდგომლობით, კალიფორნიის სასამართლოს უკვე მიმართა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა, მსოფლიო ლეგენდის ადვოკატებმა კი ფილმის სცენარისტი დაკითხეს, რომელიც ადასტურებს, რომ დიდოსტატის შესახებ ინფორმაცია, სცენარის დაწყებამდეც ჰქონდა.
სერიალის სცენარისტისა და პროდიუსერის - ფრენკ სკოტის გარდა, ადვოკატებს მოჭადრაკე გარი კასპაროვის დაკითხვაც სურდათ. რისი უფლებაც მათ Netflix-მა არ მისცა.
ის რისი კითხვაც ვერ შეძლეს ადვოკატებმა, თავად თქვა კასპაროვმა თავის ინტერვიუში, ერთ-ერთ ქართულ არხზე. კასპაროვისა და გაფრინდაშვილის მჭიდრო ურთიერღობის შესახებ, იცის ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელმაც, რომელმაც მოდავე მხარეს საარქივე მასალა უკვე გადასცა და ის სასამართლოს მტკიცებულებად წარედგინება.