20 ნოემბერი 2024,   11:41
ვრცლად
"ნიჭიერის" მეათე საიუბილეო სეზონის პირველი ნახევარფინალი შედგა

"ნიჭიერის" მეათე საიუბილეო სეზონის პირველი ნახევარფინალი შედგა.

თბილისის საკონცერტო დარბაზის სცენაზე, მაყურებელმა არაერთი შთამბეჭდავი ნომერი იხილა. 10 მონაწილიდან ფინალში მაყურებლისა და ჟიურის 3 რჩეული გადავიდა.

შემოსული ზარების რეკორდული რაოდენობა "საბავშვო მუსიკალური სტუდია Art life"-მა დაიმსახურა. მათ ზარების 40% მიიღეს. დანარჩენი 2 ფინალისტი კი, ჟიურიმ გამოავლინა. ფინალური საგზური სუპერ გმირმა ლუკამ და მოცეკვავე სალომემ მოიპოვეს.

წინ კიდევ 2 ორი ნახევარფინალი გველის. 31 დეკემბერს კი, ფილარმონიის დარბაზში ფინალი გაიმართება.

მე-10 საიუბილეო მეგაპროექტის, პირველი ნახევარფინალი იყო ნამდვილი ფოიერვერკი. თითოეული ნომერი, მონაწილე თუ მთლიანად შოუ, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, ამ პროექტის მიზანსა და შინაარსს.

მომავალ სამშაბათს, ტრადიციულ დროს და მშობლიურ არხზე, მაყურებელს კიდევ ერთი ნახევარ ფინალი ელოდება. იმისთვის, რომ საკუთარი რჩეული კონკურსანტები შემდეგ ნახევარ ფინალში და ბოლოს ფინალურ ეპიზოდში იხილონ, ამისთვის საჭიროა მაყურებლების განსაკუთრებული მხარდაჭერა და აქტიურობა. სწორედ მათზე და ჟიურის წევრებზეა დამოკიდებული თუ ვინ გახდება ქვეყნის მთავარი ნიჭიერი.

დღის ამბები