ინკლუზიური საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა ქალების გაძლიერების გზით პროექტ - SHE’s GREAT-ის ფარგლებში კონფერენციას საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი მასპინძლობს.
ღონისძიების მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში გენდერული თანასწორობის, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევების კონსოლიდაციას.
"ყველა საკანონმდებლო ინიციატივა, ნებისმიერი აქტივობა თუ მათთვის მოტივაციის გაზრდა სწორედ მათ გააქტიურებას ისახავს მიზნად, დაწყებული გენდერული კვოტირების შემოღებით პოლიტიკაში, რომელიც გულისხმობს ქალების უფრო მეტი წარმომადგენლობის გაზრდას საკანონმდებლო ორგანოებში და გაგრძელებული, გოგონების და ქალების ეკონომიკური სამეწარმეო მიმართულებით გააქტიურებაზე ჩვენი მუშაობისა. თითოეული ნაბიჯი მნიშვნელოვანია," - აცხადებს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი.