20 ნოემბერი 2024,   11:27
ვრცლად
კანქვეშა ჩიპები საქართველოში - ტექნოლოგიური სიახლე, რომელიც 2022 წლიდან დაინერგება

მომავალი წლიდან საქართველოში შვედური BioHax International-ის კანქვეშა ჩიპები ხელმისაწვდომი გახდება. iPlus-ის განცხადებით, მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია და იანვრის პირველ რიცხვებში დაახლოებით 50 ათასი ჩიპის შემოტანა იგეგმება.

"iPlus მოლაპარეკების ბოლო ფაზაში შევიდა შვედურ კომპანია BioHax International-თან, რათა საქართველოში, შვედეთის შემდეგ პირველად, დაინერგოს ჩიპის ტექნოლოგია, რომელიც ძალიან გაგვიმარტივებს ყოველდღიურ ცხოვრებას და კომფორტის უმაღლეს კლასს შემოგთავაზებთ.

BioHax International ის ჩიპები მაგრდება მარჯვენა ან მარცხენა ხელის ცერა თითთან კანქვეშ, მისი საშუალებით თქვენ აღარ მოგიწევთ ჯიბეებში მანქანის გასაღების მოძებნა, სახლის ან პარკინგის კარის გასაღების ძებნა. ჩვენი კომპანია შემოგთავაზებთ და დაგიმონტაჟებთ სპეციალურ დაცულ მოწყობილობებს, ბინაში, პარკინგში, სამსახურში, მანქანის საკეტზე, რომ უბრალოდ ხელის ახლოს მიტანით და მასში ჩაშენებული უნიკალური კოდის საშუალებით შეძლოთ ყველა კარის გაღება. აღარ მოგიწევთ გასაღებების ჩანთით ან ხელით ტარება! შვედეთში აღნიშნულ ტექნოლოგიას ამ ეტაპზე იყენებს უკვე 30 000 ზე მეტი ადამიანი.

ასევე, ნახეთ : რატომ არის შეუძლებელი ვაქცინის შპრიცით კანქვეშ ჩიპის შეყვანა - მეცნიერების განმარტება

ჩიპი დაპროგრამებულია RFID მარტივი სისტემით (თუმცა აქვს უდიდესი შესაძლებლობები სახელმწიფო და საბანკო სერვისების გამოყენების, როგორიცაა პასპორტის ჩაშენება, საკრედიტო ბარათების, საბანკო ანგარიშების, პირადი ინფორმაციის და ასე შემდეგ, თუმცა ჩვენ როგორც კომპანია, უფლებამოსილი ვართ, შემოგთავაზოთ საშუალების მხოლოდ ის სპექტრი, რომელიც ჩვენი პროდუქციის რეალიზაციის და თქვენი კომფორტის ინტერესს წარმოადგენს.

2022 წლის მარტის თვიდან უკვე შემოგთავაზებთ აღნიშნული სერვისით მომსახურების შესაძლებლობას,"-ნათქვამია კომპანია iPlus-ის განცხადებაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები