სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ შვილისა და მეუღლის სასტიკ მკვლელობაში მსჯავრდებული ქალის სარჩელის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქმე არ განეხილა.
მსჯავრდებული მაგდა პაპიძის მიერ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაგზავნილ სარჩელში საუბარი იყო მისი დაკავებისას, წინასწარი მოთავსების იზოლატორში განხორციელებულ შესაძლო ძალადობის ფაქტებზე, რამაც მისი მტკიცებით ორსულობის შეწყვეტა გამოიწვია.
საკუთრი ოჯახის წევრების მიმართ, ორმაგ მკვლელობაში მსჯავრდებული ქალის დედის თქმით, არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, ორსული მაგდა პაიძის მიმართ ფიზიკური ძალადობა განხორციელდა. თუმცა როგორც პაპიძის დედა "რუსთავი 2-თან" განმარტავს, საქმის მასალების დაგვიანების გამო სტრასბურგის სასამართლომ სარჩლი არ განიხილა.
"ჩვენ ექსპერტიზის დასკვნაც კი გვაქვს ცემის ფაქტებთან დაკავშირებით. დაგვიანებით მოხდა ამ მასალების გადაგზავნა 6 თვე იყო განსაზღვრული ვადა, რომელ ვადაშიც უნდა გადაგზავნილიყო. სპეციალურად დააგვიანა პროკურატურამ მასალების გადმოგზავნა, მაგრამ სხვა ადვოკატმა დაგვიანების მიუხედავად მაინც გაგზავნა. თუმცა დაგვიანების გამო უარი მოგვივიდა.
ჩვენ ნამდვილად გვაქვს ის საბუთები, რომ მაგდა ნაცემი იყო, თანაც ამ პერიოდში ორსულად იყო და არსებობს ექსპერტიზის დასკვნა ექიმის ხელმოწერით,"- განაცხადა მაგდა პაპიძის დედამ "რუსთავი 2-თან" საუბრისას.