ისტორიულმა შენობამ ძველ თბილისში, თავისი ფუნქცია ახალი კონცეფციით დაიბრუნა - ე.წ. კოლმეურნეობის ბაზარში, გასტრონომიული სივრცეები სრულიად ახლებურად მოეწყო.
თანამედროვე აგრარულ ბაზარს, მრავალფეროვანი რესტორნების და ულამაზესი ტერასები აერთიანებს.
"ბაზარი ორბელიანზე" - უნიკალურია და საქართველოში მოქმედი ყველა სახვა ბაზრისგან რადიკალურად განსხვავდება.
უძველეს ბაზარს რეაბილიტაცია, ისე ჩაუტარდა, რომ ძველი იერსახე მაქსიმალურად შენარჩუნდა. თანამედროვეობის და სიძველის ერთობლიობამ, შენობაში სხვადსხვა დანიშნულების სივრცეები შექმნა.
პირველ სართულზე სავაჭრო დახლებია განთავსებული, სადაც გლეხებს და ფერმერებს საკუთარი წარმოებული პროდუქცია აქვთ გამოტანილი - ხილი ბოსტნეული, თაფლი, სანელებლები და რამდენიმე სახეობის ღვინო, ეს იმ პროდუქციის არასრული ჩამონათვალია, რომლის შეძენაც ორბელიანის ბაზარში შეგიძლიათ.
მეტი მრავალფეროვნებისთვის, ბაზარში, ქართული ტრადიციული მეთოდით დამზადებული კერძების ობიექტებიც გაიხსნა, თუმცა სტუმრებს აქვე ევროპული და აზიური სამზარეულოს დაგემოვნებაც შეუძლიათ.
ორბელიანზე ისტორიული ბაზრის პირველი სტუმარი, დღეს პრემიერ მინისტრი იყო. ირაკლი ღარიბაშვილი, ფერმერებს და მწარმოებლებს პირადად შეხვდა და მათი პროდუქციით დაინტერესდა. ახალი აგრონომიული ობიექტი 200 მდე სავაჭრო წერტილს და 40 მდე კვებით ობიექტს აერთიანებს და 1000 ზე მეტი დასაქმებული ყავს.
ქართული ტრადიციული კერძების და პროდუქტის პოპულარიზაცია, ეს არის მთავარი მიზანი, რის გამოც ისტორიულ უბანში მდებარე ბაზარს ფუნქცია დაუბრუნდა.