მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს გორის სამხედრო ჰოსპიტალში ბუბა კიკაბიძე ესტუმრა. მომღერალმა მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრების დეტალები გააცნო.
პოლონელებს უთქვამთ, ჩვენ მოგვეცით სააკაშვილი და მოვუვლით, მივხედავთო - ბუბა კიკაბიძე
"არ არის გატეხილი, მთავარი ეგ არის. ვილაპარაკეთ იმაზე, ზელენსკი როგორ შემხვდა, ყველაფერი მოვუყევი. ვუთხარი, შენი მოქალაქეა და უნდა წაიყვანოთ, თორემ მოკლავენ. მითხრა - დღესვე დავიწყებ რეკვასო, იმის შემდეგ ჩამოვიდა სახალხო დამცველი, შემდეგ ადვოკატი.
პოლონელებს უთქვამთ, ჩვენ მოგვეცით, ჩვენ მოვარჩენთ და მივხედავთო.“ - ამბობს ბუბა კიკაბიძე.
მიხეილ სააკაშვილი მოინახულა დედამაც, გიული ალასანიამ.
"პრინციპში, უკრაინა უყვარს. მე რომ მკითხოთ, უბრალოდ რეაბილიტაციის პერიოდისთვის თუნდაც, რომ რეაბილიტაცია გაიაროს და ფეხზე დადგეს ნორმალურად, მე რომ მკითხოთ, აუცილებელია მაგის გასვლა,“ - ამბობს გიული ალასანია.