საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია თავმჯდომარეს ირჩევს. არჩევნები ოპტიკური სკანერების გამოყენებით ტარდება. დღესვე უნდა აირჩეს აღმასრულებელი საბჭო, ეთიკისა და სარევიზიო კომისიებიც.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატ დავით ასათიანის თქმით, არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და პანდემიის პირობებში თითოეული ადვოკატის ჯანმრთელობა დაცულია.
"ადვოკატთა კორპუსი ყოველთვის აკეთებდა სწორ, სამართლიან არჩევანს და მე იმედი მაქვს, რომ იურიდიული პროფესია შეაფასებს იმ მუშაობას, რაც ჩვენ გავწიეთ 4 წლის განმავლობაში და გვექნება მხარდაჭერა გავაგრძელოთ აღნიშნული რეფორმები მომავალშიც,"- ამბობს დავით ასათიანი.