20 ნოემბერი 2024,   11:29
ვრცლად
ვინ გახდა "ოქროს პრომეთეს" მფლობელი - თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართული პანორამის სექციაში გამარჯვებულები ცნობილია 

თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართული პანორამის სექციაში გამარჯვებულები გამოავლინეს. "ოქროს პრომეთე" საუკეთესო მხატვრული სრულმეტრაჟიანი, მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური კინოს ნომინაციებში გაიცა.

საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმის კატეგორიაში გაიმარჯვა სოსო ბლიაძის ფილმმა - "ოთარის სიკვდილი". დოკუმენტური ფილმების კატეგორიაში "ოქროს პრომეთე" ორმა რეჟისორმა მიიღო - სალომე ჯაშის ფილმმა "მოთვინიერება" ასევე, თათია სხირტლაძის ფილმმა "დიდება დედოფალს". 

რაც შეეხება მოკლემეტრაჟიანი ფილმების კატეგორიას, აქ გაიმარჯვა მირანდა ნამიჭეიშვილის ფილმმა "ტვირთი“. 

დღის ამბები