იტალიაში, კუნძულ სიცილიაზე, ქალაქ რავანუზაში გაზის აფეთქების შედეგად ოთხსართულიანი შენობა ჩამოინგრა.
მაშველები 12 დაკარგულს ეძებენ, მათ შორის სამ ბავშვს - ამის შესახებ Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს.
არსებული ინფორმაციით, შენობაში გაზის მილის აფეთქებას ჯერ ხანძარი, შემდეგ კი შენობის ნგრევა მოჰყვა.
მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება შეძლეს და ნანგრევებში სამძებრო სამუშაოები დაიწყეს.