20 ნოემბერი 2024,   11:22
ვრცლად
რას სიტყვებს და ფრაზებს იყენებდნენ ადამიანები Google-ის საძიებო სისტემაში 2021 წელს ყველაზე ხშირად - რატომ არის სამყარო "დაღლილი"

რას ეძებდნენ და რა სიტყვებით ადამიანები ყველაზე ხშირად Google-ის საძიებო სისტემით 2021 წელს? - ტექნოლოგიური კომპანია მონაცემებს ყოველწლიურად აანალიზებს. 

ყველაზე ხშირად აკრეფილი შეკითხვები და ფრაზები ანალიტიკოსებს აძლევს საშუალებას უკეთ გაიგონ, რა ინფორმაცია უნდა გახდეს მეტად სარწმუნო, სრულყოფილი და ხელმისაწვდომი ადამიანებისთვის მსოფლიო მასშტაბით, ასევე თავისთავად, ეს მონაცემები აჩვენებს, რა არის მთავარი პრობლემა თუ ინტერესი მსოფლიოს ქვეყნების მოქალაქეებისთვის. 

რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული კვლევის შედეგით აღმოჩნდა, რომ 2020 წლის შემდეგ, როცა ადამიანები გლობალურ პანდემიასთან თანაცხოვრებას და გადარჩენას სწავლობდნენ, 2021 წელი ფიზიკური და ემოციური ძალების აღდგენისთვის და სოციალური ცხოვრების გააქტიურებისთვის იყო მნიშვნელოვანი.

"ადამიანები Google-ში განკურნების ხერხებს ეძებენ" - აცხადებს კომპანიის ერთ-ერთი ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი.

ანალიზის თანახმად, 2021 წელს Google-ის საძიებო სისტემაში პირველ ადგილზეა ძიება ვაქცინაციის შესახებ:

"აღიარებულია თუ არა ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ?" 

"უსაფრთხოა თუ არა ვაქცინა?"

"როგორ მუშაობს ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ?"

"რამდენი ვაქცინაა შექმნილი კორონავირუსის წინააღდეგ?" - სწორედ ეს შეკითხვებია მსოფლიოს მოქალაქეების მხრიდან ყველაზე ხშირად დასმული 2021 წელს. 


მეორე, რაც Google-ში ამ წელს ყველაზე ხშირად იძებნებოდა, შემდეგი შინაარსის კითხვებია: 

"რატომ ვარ მოწყენილი?", "რატომ ვარ მუდმივად დაღლილი?" - ამ შეკითხვებმა გასული წლისგან განსხვავებით 10%-ით იმატა. შესაბამისად, ამან განაპირობა შეკითხვები და რეკორდული მაჩვენებელი ძიების კუთხით სტრესის მართვისა და თერაპიის შესახებ.  

დღის ამბები