"ნუ ღრიალებ" - ეს ფრაზა ალბათ, უმრავლესობისთვის საქართველოს მეორე პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან ასოცირდება. ახლა, ამ ცნობილი ფრაზის აუდიო ჩანაწერი ვებ-გვერდზე opensea-ზე კრიპტოვალუტაში იყიდება.
ამ ჩანაწერის ფასი 22,470.51 აშშ დოლარია, რაც კრიპტოვალუტაში 5 ეთერიუმს შეადგენს.
ჯერჯერობით უცნობია, გაიყიდება თუ არა შევარდნაძის - "ნუ ღრიალებ".