20 ნოემბერი 2024,   11:28
ვრცლად
ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებას მძიმე შედეგები მოჰყვება - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებას მძიმე შედეგები მოჰყვება - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ერთ-ერთ რუსულ გამოცემასთან ისაუბრა.

სერგეი რიაბკოვის თქმით, ალიანსებში გაწევრიანების თავისუფლება აბსოლუტური ვერ იქნება, როცა შესაძლოა გაფართოებამ ქვეყნების უსაფრთხოებას ზიანი მიაყენოს.

"ალიანსებში გაწევრიანების თავისუფლება არ შეიძლება იყოს აბსოლუტური. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოება არ შეიძლება მოხდეს სხვა ქვეყნების უსაფრთხოების საზიანოდ. ამიტომ ნატო-ს შემდგომი გაფართოება არ უნდა მოხდეს. მცდელობა, წარმოაჩინონ საკითხი ისე, თითქოს რუსეთს აქ ვეტოს უფლება არ აქვს, ეს არის მცდელობები შეუფერებელი საშუალებებით. ჩვენ დავრჩებით ჩვენს პოზიციაზე. თუ ოპონენტები წინააღმდეგი იქნებიან, დაინახავენ, რომ მათი უსაფრთხოება არ გაძლიერდება – მათთვის შედეგები მძიმე იქნება," - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი. 

დღის ამბები