თეა წულუკიანის შეხვედრები ფედერაციებთან გრძელდება. ამჯერად მინისტრი, მოადგილესთან ერთად, მძლეოსნობის ფედერაციის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. თეა წულუკიანმა, მძლეოსნობის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ისაუბრა.
შეხვედრაზე, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი მძლეოსნების ასპარეზობა შეაფასეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.