ოკუპანტი რუსეთის მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქე ამ დრომდე ტყვეობაში რჩება. 40 წლის მამუკა ჩხიკვაძე საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარედ აიყვანა. რა ვითარებაში აიყვანეს საქართველოს მოქალაქე რუსმა სამხედროებმა, ჯერჯერობით, უცნობია.
ადგილობრივები რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით უკანონო დაკავების შესახებ გააქტიურებულია ცხელი ხაზი.
"მყისიერად არის ამოქმედებული ყველა ბერკეტი, ყველა მექანიზმი, მათ შორის საქართველოს უსაფრთხოების სამსახური არის ცხელი ხაზის საშუალებით პირდაპირ გასული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან. ასევე, ჩვენი მხრიდან საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქმის კურსში ჩავაყენეთ ჟენევის თანათავმჯდომარეები და მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში, ყველა ამ არსებული მექანიზმის საშუალებით, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ჩვენი მოქალაქე," - ამბობს დავით ზალკალიანი.