20 ნოემბერი 2024,   11:18
ვრცლად
ქართველი ჭადრაკის დიდოსტატები ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენა Expo 2020 Dubai-ში მონაწილეობენ

საქართველო, მსოფლიოს 191 ქვეყანასთან ერთად, წლის ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენა Expo 2020 Dubai-ში მონაწილეობს, რომლის ფარგლებშიც დღეს ჭადრაკის დღე აღინიშნება.

დუბაიში იმყოფებიან ქართველი ჭადრაკის დიდოსტატები - ნონა გაფრინდაშვილი, ნანა იოსელიანი და სოფიო გვეტაძე, რომლებიც ათასობით დამთვალიერებელს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.

ჭადრაკის დღე Expo 2020 Dubai-ზე პანელური დისკუსით გაიხსნა, სადაც ქართველმა დიდოსტატებმა ქალთა როლის გაძლიერებაზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს.

ღონისძიებების ფარგლებში, ასევე დაგეგმილია მეგობრული მატჩი ქართველ დიდოსტატებსა და დუბაის კულტურისა და ჭადრაკის კლუბის წევრებს შორის.

დღის ამბები