20 ნოემბერი 2024,   11:28
ვრცლად
"საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების მიხედვით, საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელი უმჯობესდება

"საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების მიხედვით, საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელი უმჯობესდება. 2021 წლის ნოემბერში, წინა წელთან შედარებით, ექსპორტი 42.7 პროცენტით გაიზარდა.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, ექსპორტის მსგავსი დინამიკა ეკონომიკის გაჯანსაღებასა და მიმდინარე ტენდენციების გაუმჯობესებაზე მიანიშნებს.

"დღეს გამოქვეყნდა ნოემბრის თვის საგარეო ვაჭრობის მონაცემები და კვლავაც ძალიან კარგი ტემპით იზრდება ექსპორტი, განსაკუთრებით, ქართული ნაწარმის ექსპორტი. ნოემბერში გვაქვს ზრდა დაახლოებით, 42.7%. თუ შევადარებთ პანდემიამდელ პერიოდს, 2019 წლის ნოემბერს, აქაც 23%-იანი ზრდა გვაქვს ექსპორტის," - ამბობს ნათია თურნავა.  

დღის ამბები