"დელტაში“ ახალი სადაზვერვო მანქანის პრეზენტაცია გაიმართა. ახალი სადაზვერვო მანქანა სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.
330 ცხენის ძალის მქონე ძრავით აღჭურვილი სადაზვერვო ჯავშანმანქანა შვიდ სამხედრო მოსამსახურეზეა გათვლილი. სადაზვერვო მანქანის პრეზენტაციას პრემიერი და თავდაცვის მინისტრი დაესწრნენ.
თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, მას შემდეგ, რაც დააკმაყოფილებენ თავდაცვის ძალების მოთხოვნას, შემდეგ კომერციულ მიზნებისთვისაც დაიწყებენ წარმოებას.
"დელტას კიდევ ერთი წარმატებული პროექტი. თქვენ ხედავთ თუ რამდენად დახვეწილია ვიზუალით ჩვენი სადაზვერვო მანქანა, რომელიც შეიქმნა ჩვენი რესურსებით. ვგეგმავთ, რომ მომავლ წელს თავდაცვის ძალებს 8 ცალი გადეცეს ახალი სადაზვერვო მანქანა. ის ხარვეზები, რაც ჰქონდა დიდგორს, ყველა ხარვეზი არის დახვეწილი. დღეს ჩვენ ასევე ვნახეთ ჩვენი შაშხანების წარმოება, ყველა წარმოებაში მას შემდეგ რაც დავაკმაყოფილებთ პროტოკოლით ჩვენი თავდაცვის ძალების მოთხოვნას, რაოდენობას ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, გადავალთ კომერციული მიზნების განხორციელებაზე,"- განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.