20 ნოემბერი 2024,   11:34
ვრცლად
"ომიკრონის" შემაკავებლად მხოლოდ ბუსტერ დოზა განიხილება - რატომ ვარაუდობენ სპეციალისტები რომ ახალი შტამი უკვე საქართველოშია

შემოვიდა თუ არა საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი - სპეციალისტები ამბობენ, რომ კვლევით ცენტრებში უკვე გამოჩნდა საეჭვო ნიმუშები, ამიტომ არ არის გამორიცხული, "ომიკრონი" ქვეყანაში უკვე ცირკულირებდეს.

"როდესაც ეს შტამი უკვე ცირკულირებს ევროკავშირში, ამერიკაში, ისრაელში, სადაც ჩვენ აქტიური მიმოსვლა გვაქვს, არ შეიძლება რომ საქართველოში არ იყოს. ლუგარმა უნდა დააფიქსიროს ეს შტამი, რომელიც სავარაუდოდ უკვე აქ არის.

ვირუსებს აქვს ასეთი თვისება, რომ თანდათანობით ანაცვლებენ ხოლმე, ისე როგორც "დელტას" შემთხვევაში მოხდა. "დელტამ" პრაქტიკულად დაიპყრო მთელი არეალი. შეიძლება იმავე მოხდეს "ომიკრონის" შემთხვევაშიც. ეპიდემილოგიურად აზრი ექნება თუ რაღაცა პერიოდის განმავლობაში ბევრი ადამიანი თუ ავიცრებით ერთად," - აღნიშნა "ნიუ ჰოსპიტალის" ბავშვთა განყოფილების უფროსმა, ლევან ფერაძემ.

გარდა ამისა, სპეციალისტების თქმით, იმისთვის, რომ ეპიდვითარება მეტად არ გართულდეს, აუცილებელია ვაქცინაცია და ბუსტერ დოზების გაზრდა.

"ძალიან დიდი რაოდენობით ინფიცირებული ადამიანების შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარეობა ექნება მსუბუქი, იმ ადამიანებში, რომელთაც ქრონიკული პათოლოგია აქვთ, რომელთა ასაკი 65 წელს გადაცილებულია, "ომიკრონი" ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობას გამოიწვევს.

ამის საწინააღმდეგოდ ორი რამ არის ჯანმოს მიერ მოწოდებული, პირველ რიგში, მაქსიმალურად გაზრდა და რაც შეიძლება მეტი აქტიურობა ვაქცინაციის თვალსაზრისით და რაც შეიძლება მეტი აქტიურობა ბუსტერ დოზის თვალსაზრისით. ბუსტერს მინდა ხაზი გავუსვა, ვინაიდან დღეისათვის მხოლოდ ბუსტერ დოზა განიხილება "ომიკრონის" შემაკავებელ ვაქცინად, პირველი და მეორე დოზა საკმარისი არ არის," - განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ.

კოვიდის ყველაზე სწრაფად გავრცელებადი შტამი, ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.

დღის ამბები