აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ამბობს, რომ ის რაც ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ ხდება, მიუღებელია. ელჩი იმედს იტოვებს, რომ რუსეთი მალე შეასრულებს თავის ვალდებულებებს, რომელიც აიღო 2008 წელს.
"ის, რაც ხდება ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ, არის უბრალოდ მიუღებელი. ეს არის ზეწოლა, შევიწროება და უნდა შეწყდეს. ეს შეწყდება მაშინვე, როდესაც რუსეთი შეასრულებს 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრ თავის ვალდებულებებს, რომ გაიყვანოს საჯარისო ნაწილები. ეს არის ძალიან მარტივი ნაბიჯი, რაც რუსეთმა უნდა გადადგას. ეს არის ის, რის დანახვასაც ყველა ელოდება, რომ დასრულდეს საქართველოს მოქალაქეების შევიწროება და ხელი შეეწყოს დისკუსიების ატმოსფეროს. იმედი ვიქონიოთ, რომ რუსეთი მალე შეასრულებს თავის ვალდებულებებს, რომელიც აიღო 2008 წელს,"- განაცხადა კელი დეგნანმა.