ქუთაისის აეროპორტში აბუ-დაბიდან პირველი რეისი დაეშვა. ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება ახალმა ავიაკომპანია ვიზეარ Abu Dhabi-მ დაიწყო. ახლო აღმოსავლეთში მოხვედრა პირდაპირი რეგულარული რეისებით გახდა შესაძლებელი.
პირველი რეისის 226-ვე მგზავრს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით ქუთაისის აეროპორტში ტრადიციული სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.