აზარტული თამაშების რეგულირების კანონპროექტის განხილვა კომიტეტებში გრძელდება. დღეს ინიციატივა დარგობრივ კომიტეტზე განიხილეს. კომიტეტის სხდომას საპატრიარქოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ,რომლებისთვისაც პრემიერ-მინისტრის ეს ინიციატივა მისაღებია.
დეკანოზი, საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ამ რეგულაციების სისრულეში მოყვანა. მისივე თქმით, ისურვებდა, აზარტული თამაშები საერთოდ იყოს აკრძალული საქართველოში.
"ძალიან მნიშვნელოვანია რეგულაციები. იდეალურ შემთხვევაში ვისურვებდით, რომ საერთოდ იყოს აკრძალული აზარტული თამაშები, თუმცა დღეს ვმსჯელობთ რაღაც ეტაპზე გადასასვლელად აი ამ რეგულაციების, რომელიც შეზღუდავს ძალიან ბევრ ახალგაზრდას. ნებისმიერი ბიზნესის ბუნებრივი რეფლექსი არის დაიცვას თავისი ინტერესები, გასაგებია მათი არგუმენტები. თუმცა, როდესაც ხდება გაზომვა, რა სოციალური ნეგატიური მოვლენები მოსდევს დაურეგულირებელ სფეროს, აქ პრიორიტეტი ცალსახაა. უნდა გადაიდგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც დაიცავს მოსახლეობას,“- განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.