საქართველოს პრეზიდენტისა და ილია მეორის შეხვედრის შესახებ საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.
სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს საპატრიარქოში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე პატრიარქს ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყების შესახებ საკუთარი ინიციატივა გააცნო, რაზედაც პატრიარქს კურთხევა სთხოვა.
"პრეზიდენტმა პატრიარქს წარუდგინა თავისი ხედვა, რაც დაკავშირებულია ჩვენს საზოგადოებაში შერიგების პროცესთან. მისი უწმინდესობაც და, ბუნებრივია, ეკლესიაც, ამჟამადაც, როგორც ყოველთვის, დაუჭერს მხარს ნებისმიერ ინიციატივას და ქმედებას მიმართულს ერთსულოვნებისკენ, რომელიც დაფუძნებული იქნება ქრისტიანულ და სამართლიან საფუძვლებზე," - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.