ისტორიაში პირველად - NASA-ს კოსმოსური ხომალდი მზეს შეეხო. პარკერ სოლარის, ზონდი მზის შიდა ატმოსფეროში, გვირგვინში შევიდა, რის შემდეგაც ნაწილაკების და მაგნიტური ველების ნიმუშები გამოიტანა.
მეცნიერების აზრით, ეს მათ ჩვენი უახლოესი ვარსკვლავისა და მზის სისტემაზე, მისი გავლენის შესახებ ინფორმაციის მიღებაში დაეხმარებათ. ასევე ეს მკვლევრებს არამხოლოდ მზის ევოლუციის, არამედ სამყაროს დანარჩენი ვარსკვლავების შესწავლის საშუალებასაც მისცემს.
NASA-ს წარმომადგენელმა აღნიშნულ ფაქტს, საკვანძო მომენტი და შესანიშნავი მიღწევა უწოდა.