თელასის ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 16 დეკემბერს 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, საბურთალოს რაიონს ელექტრომომარაგება შეუწყდება.
შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, დემეტრე თავდადებულის, შალვა ახალციხელის, მეფე არჩილის, სანდრო მირიანაშვილის და ნიკოლოზ სვანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.