საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ, "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის მღვდელმსახურის საპატრიარქოსთან შეხვედრა, თეორიულად შესაძლებელია:
"აფხაზეთის მღვდელმსახურის საპატრიარქოსთან შეხვედრა, თეორიულად შესაძლებელია, ლოგიკურია რომ ეს შეხვედრა თბილისში შედგეს, რადგან ეს ტერიტორია საქართველოს იურისდიქციის ფარგლებშია.
თვითონ ბესარიონ აპლია არის პატრიარქის მიერ ხელდასხმული მღვდელმსახური და მიუხედავად მისი გამონათქვამებისა, განკვეთილი არ არის და არც მღვდელმსახურება არ აქვს შეჩერებული,"- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.