20 ნოემბერი 2024,   11:35
ვრცლად
ყინვა, თოვლი და წვიმა -  უახლოეს დღეებში საქართველოში ამინდი გაუარესდება

აღმოსავლეთ საქართველოში 16 დეკემბერს ღამით -4 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი, დღე კი ტემპერატურა +14 გრადუსამდე მოიმატებს. 17-18 დეკემბერს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, ტემპერატურა ღამით 0, დღე კი +13 გრადუსი იქნება, იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ-ში. მთიან რაიონებში თოვლი და თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი, ღამით კი ყინვა.

წვიმაა მოსალოდნელი 17-18 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში. ტემპერატურა +3 +12 გრადუსის ფარგლებში იქნება. თოვლია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოს მაღალმთიანეთში.

რაც შეეხება დედაქალაქს, 16 დეკემბერს თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი ტემპერატურა +1 +13 გრადუსი იქნება. 17 -18 დეკემბერს შესაძლებელია წვიმა. ტემპერატურა +5 +12 გრადუსის ფარგლებში იქნება, იქროლებს ჩრდილო დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ.

დღის ამბები