CNN-ის სტატიათა ციკლი საქართველოს შესახებ - თითოეულ სტატიას ერთი სლოგანი აერთიანებს : “დაგეგმე მოგზაურობა საქართველოში.”
სტატიები მოიცავს ინფორმაციას ქართული ტრადიციების და ტურისტული ადგილების შესახებ. სტატიები CNN-ზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ვრცელდება.