შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს საქონლის გაფორმების ახალ დაჩქარებულ შესაძლებლობას სთავაზობს. კომერციულ ბანკებთან გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურისთვის ონლაინრეჟიმში იქნება ხელმისაწვდომი, ინფორმაცია გადამხდელის მიერ, საბანკო დაწესებულებაში განხორციელებული სახაზინო გადარიცხვების შესახებ, რის დადასტურებასაც ცვლილებამდე რამოდენიმე საათი სჭირდებოდა.