მომავალი წლისთვის თბილისში 200 ერთეული ახალი 18-მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
ასევე, თბილისის მერის განცხადებით, მომავალი წლის პირველ კვარტალში ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსები ლურჯი მიკროავტობუსებით სრულად ჩანაცვლდება.
"2022 წელს ჩვენ ვასრულებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესყიდვას. ეს არის 180 ერთეული რვამეტრიანი ავტობუსები. შემდეგ უკვე მომავალი წლისთვის ვფიქრობთ, 18-მეტრიანი 200 ერთეული ავტობუსის შემოყვანას, თუმცა, ამ ეტაპზე, რვამეტრიანი ავტობუსების შესყიდვით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა მთლიანად მოგვარდება.
მიმდინარე წლის ბოლომდე, ქალაქში ლურჯი მიკროავტობუსები შემოვა და მომავალი წლის პირველ კვარტალში ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსები სრულად ჩანაცვლდება," - განაცხადა კალაძემ.